“მდინარაძემ დაურეკა და წასულები არიან შეხვედრაზე” – მენაბრეების ნაწილი მმართველ გუნდთან კომუნიკაციას ადასტურებს

 

აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან – საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული კრედიტორები არიან შეკრებილები.

ცნობილი ხდება, რომ ამ ადამიანებს ამჯერად მმართველი პარტიის ოფისიდან პირდაპირ სთხოვეს, რომ აქცია დღევანდელ დღესაც აუცილებლად ჩაეტარებინათ.

მამუკა მდინარაძის და გედევან ფოფხაძის მიერ აქციის ორგანიზატორებთან კომუნიკაციას ერთ-ერთი დაზარალებული მეანაბრე ადასტურებს.

„მდინარაძემ დაურეკა. შეხვედრაზე არიან წასულები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ვისაც ეხება ჩვენი საქმე. გედევან ფოფხაძემაც დაურეკა, რომ უნდა შესულიყო ფერაძესთან, მაგრამ ფერაძესთან ვერ შევიდა. მეორე დღეს მოვიდა ანა ძნელაძე და თქვა, რომ გედევანმა დამირეკა, უნდა შევიდეო ფერაძესთან. დაგვირეკეს გუშინ და 5 წარმომადგენელი არის წასული აღმასრულებელ ხელისუფლებასთან,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ.

აღნიშნული ინფორმაცია ელისო კილაძემ “კურიერთან” გააკეთა. მისი თქმით, დახურულ ჯგუფში აქციის ორგანიზატორებმა დაწერეს, რომ “ოცნების” ოფისთან აქციის გამართვა მამუკა მდინარაძემ და გედევან ფოფხაძემ სთხოვა.

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
დაწერე კომენტარი