“დავურეკე, უნდა მეთქვა დამელოდე და ერთად ავიდეთ მეთქი, მაგრამ აღარ მიპასუხა”- ბარნოვზე მოკლულის მოკლულის დედა დეტალებზე საუბრობს

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა ტრაგედიის დღეს დეტალურად “აიპრესთან” იხსენებს.

“მე და ჩემი შვილი დაახლოებით 4 საათისთვის დავშორდით ერთმანეთს, ის ბავშვების წამოსაყვანად უნდა წასულიყო ბაღში, მე კი ვაშლიჯვარში გამგზავნეს განცხადების დასაწერად. იქიდან რომ მოვდიოდი, დავურეკე, გული ცუდს მიგრძნობდა, დილით კარი ვერ დავკეტეთ, ეტყობა წინა საღამოს მოვიდა ვეფხვო და გარედან გააფუჭა სპეციალურად.

თაკოს რომ ველაპარაკე მითხრა ეხლა უნდა ავიდე სახლში დედაო, ექვსი საათი ხდებოდა, მერე კიდევ დავურეკე, უნდა მეთქვა დამელოდე და ერთად ავიდეთ მეთქი, მაგრამ აღარ მიპასუხა, ბევრჯერ ვცადე დაკავშირება, ბოლოს მკვლელმა მიპასუხა, იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი მაშინვე არ მიგრძვნია ბენზინის სუნი, ყველგან სისხლის გუბეები იდგა, ჩემი შვილის სისხლის სუნი იყო ყველგან. მერე გაიხსენეს ბავშვებმა სახლში რომ შევედით ვეფხვო ძია წამალს ასხამდა ბოთლიდანო, დედამ კარებთან მისვლა მოახერხა, მაგრამ თმით მოქაჩა უკან და გარეთ არ გაუშვა ვინმესთვის რომ მოესწრო დაძახებაო. ამ არაკაცმა ბავშვბები საკუთარი დედის სისხლში ამომისვარა.” – განაცხადა გარდაცვლილის დედამ, ნათია გობაძემ.

loading…

პოპულარული

ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
პირადობის მოწმობებს დღეიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ გასცემენ
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
დაწერე კომენტარი