”ძალიან მიჭირს ამის წერა..დღეს დავდექიი იმ რეალობის წინაშე, რომ ვკარგავ ფიტნეს კლუბს”

დავით ქაცარავა

სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

”ჩემო მეგობრებო!
ამ ბოლო 17 თვის გაბმავლობაში ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ჩემი პოსტი არ ეხება ოკუპაციას.
ძალიან მიჭირს ამის წერა, მაგრამ ძალიან ბევრი ვეცადე გადამეწყვიტა ის, რაზეც ვაპირებ ამ პოსტის დაწერას და არაფერი გამომივიდა.
დღეს დავდექიი იმ რეალობის წინაშე, რომ ვკარგავ ფიტნეს კლუბს,( Orange Fitness ), რომლის ტრენაჟორები შეძენილი მაქვს TBC ლიზინგით. ფიტნეს კლუბის განვითარების ერთ ერთ ეტაპზე მივმართე TBC ლიზინგს და ვთხოვე ვალდებულების, 43 000₾ ის რესტრუქტურიზაცია, რაცეზ მივიღე უარი და განმარტება რომ ამ დღეებში TBC ლიზინგი წაიღებს აღჭურვილობას და რამდენიმე დღეში ჩემი ფიტნეს კლუბი შეწყვეტს არსებობას.
არაერთ ფინანსურ ინსტიტუტს მივმართე, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ მეც, მსგავსად საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისა, ვიმყოფები შავ სიაში და ვერ ვაკმაყოფილებ ამ ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნებს, მივიღე უარი და დღეს ვწერ ამ მიმართვას, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი აღარ მაქვს.
ძალიან მტკივნეულია და მძიმე ჩემთვის ამის წერა..მომიტევეთ..მაგრამ მინდა გადავარჩინო ის საქმე, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
არ ვითხოვ რაიმეს ჩუქებას, ვეძებ უბრალოდ ორგანიზაციას ან ადამიანს, ვისაც არ შეაშინებს ჩემი შავ სიაში ყოფნა,ვინც ამ ბიზნეს პროცესში ჩაერთვება, დამიდგება გვერდით როგორც პარტნიორი, ინვესტორი…
მადლობას გიხდით წინასწარ გაგებისთვის.”- წერს დავით ქაცარავა.

loading…

პოპულარული

აირჩია ხალხმა თუ დანიშნა ივანიშვილმა - სკანდალური კადრები, რომლითაც დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა (ვიდეო)
სკანდალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება - ქართველი ემიგრანტისთვის წართმეული უძრავი ქონება და გაყალბებული დოკუმენტები
რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილი-მარგველაშვილის ინაუგურაციას და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაში
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
დაწერე კომენტარი