დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე – რა ფოტოებს აქვეყნებს Daily Mail ახალი ზელანდიიდან

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ქა­ლაქ ქრა­ის­თჩერჩში მდე­ბა­რე ალ ნუ­რის მე­ჩეთ­ში პა­რას­კე­ვის ლოც­ვის დროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­ვარ­და და მლოც­ვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. თავ­დას­ხმის შე­დე­გად 40 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, კი­დევ ათე­უ­ლო­ბით მლოც­ვე­ლი და­შავ­და. თავ­დას­ხმის დროს ერთ მე­ჩეთ­ში 200-მდე, ხოლო მე­ო­რე­ში 300-მდე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

-0:14

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი ალ-ნუ­რი­სა და ლინ­ვუ­დის მე­ჩე­თებ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 13:45 სა­ათ­ზე შე­ვიდ­ნენ. შეს­ვლის­თა­ნა­ვე მათ კარი ჩა­კე­ტეს და სრო­ლა და­ი­წყეს.

Daily Mail-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი თავ­დამ­სხმე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია – ის 28 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბრენ­ტონ ტა­რან­ტი აღ­მოჩ­ნდა.

მან თავ­დას­ხმის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი Facebook-ის სა­კუ­თა­რი გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა. ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ ტე­რო­რის­ტი მე­ჩეთ­თან ია­რა­ღით სავ­სე მან­ქა­ნით მი­დის, რო­მელ­შიც პატ­რი­ო­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის სიმ­ღე­რე­ბია ჩარ­თუ­ლი. კადრში ასე­ვე ჩანს, რომ მან­ქა­ნა­ში არ­სე­ბულ და­ახ­ლო­ე­ბით 6 ია­რაღს, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ხო­ცად გა­მო­ი­ყე­ნა, თეთ­რად წარ­წე­რე­ბი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

წარ­წე­რებს შო­რის ქარ­თულ ასო­ებს მოკ­რავთ თვალს – მათ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ლე­ვე­ლი მე­ფი­სა და მხე­დარ­თმთავ­რის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლიც იკი­თხე­ბა, მის გვერ­დით კი თა­მარ მე­ფის მე­უღ­ლი­სა და ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის და­ვით სოს­ლა­ნის სა­ხე­ლი წე­რია.

რო­გორც Daily Mail აღ­ნიშ­ნავს, ია­რაღ­ზე და­ტა­ნი­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც წარ­სულ­ში “მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბი ჩა­ი­დი­ნეს“. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა და და­ვით სოს­ლა­ნის გარ­და, ია­რაღ­ზე იკი­თხე­ბა რუსი სა­ზღვაო მხე­დარ­თმთავ­რის, გე­ნე­რალ-ადი­უ­ტანტ დი­მიტ­რი სე­ნი­ა­ვი­ნის სა­ხე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან ათო­ნი­სა და დარ­და­ნე­ლის ბრძო­ლა­ში თურ­ქებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

ია­რაღ­ზე ასე­ვე და­ტა­ნი­ლია მარ­კო მი­ლი­ა­ნო­ვის – ცნო­ბი­ლი მონ­ტე­ნეგ­რო­ე­ლი მწე­რა­ლი­სა და სარ­დლის სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც სერ­ბე­თის ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ბა­ტო­ნო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და.

კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სა­ხე­ლი იკი­თხე­ბა ია­რაღ­ზე, ბრი­ტა­ნე­ლი ად­მი­რა­ლი, ედ­ვარდ კოდ­რინგტო­ნია, რო­მე­ლიც 1827 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს სა­ბერ­ძნე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს ნა­ვა­რი­ნოს ყუ­რე­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ზღვაო ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რომ­ლის დრო­საც ბრი­ტა­ნულ­მა, ფრან­გულ­მა და რუ­სულ­მა სა­ზღვაო ძა­ლებ­მა ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ი­სა და ეგ­ვიპ­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თავ­დამ­სხმე­ლი ბრენ­ტონ ტა­რან­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რით არ შე­მო­ი­ფარ­გლა – მან მე­ჩეთ­ზე თავ­დას­ხმამ­დე ცოტა ხნით ადრე “ტვი­ტე­რის” სა­კუ­თარ გვერ­დზე 87-გვერ­დი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც რო­გორც სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბა­ზე, ასე­ვე თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მო­ტივ­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ბევ­რი თავ­დამ­სხმე­ლის ის­ტო­რი­ით არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი – მათ შო­რის ბრე­ი­ვი­კის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბით (2011 წელს ნორ­ვე­გი­ა­ში 77 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა). გარ­და ამი­სა, ტა­რან­ტი წერს, რომ მას არ უყ­ვარს მუს­ლი­მე­ბი და ეზი­ზღე­ბა ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვა­რია

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ აპი­რებს მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მე­ჩეთ­ზე, წერს:

“იმის­თვის, რომ შური ვი­ძიო დამ­პყრობ­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც ევ­რო­პის მი­წებ­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლეს.

რათა შური ვი­ძიო მი­ლი­ო­ნო­ბით ევ­რო­პე­ლის და­მო­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მუს­ლიმ დამ­პყრობ­ლებს ევ­რო­პუ­ლი მი­წე­ბი­დან მიჰ­ყავ­დათ.

იმის­თვის, რომ შური ვი­ძიო იმ ათა­სო­ბით ევ­რო­პუ­ლი სი­ცო­ცხლის­თვის, რო­მე­ლიც მათ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას შე­ი­წი­რეს.

იმის­თვის, რომ ევ­რო­პულ მი­წებ­ზე მიგ­რა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ვამ­ცი­რო და­ში­ნე­ბი­თა და მათი ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბით“.

მე­ჩეთ­თან მის­ვლი­სას თავ­დამ­სხმელ­მა მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, ია­რა­ღი აიღო და მე­ჩეთ­ში მთა­ვა­რი კა­რი­დან შე­ვი­და, რის შემ­დე­გაც სრო­ლა ატე­ხა. ამის შემ­დეგ ის მან­ქა­ნა­ში დაბ­რუნ­და, კი­დევ ერთი ია­რა­ღი აიღო და ამ­ჯე­რად მე­ჩეთ­ში მყოფ დაჭ­რილ და ია­ტაკ­ზე და­ცე­მულ ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ შუბ­ლში ეს­რო­და.

ambebi.ge

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
აღაიანში 17 წლის დედამ 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა
დაწერე კომენტარი