ვინ არის დავით ნაკაიძე? რა კავშირი აქვს ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიასთან და რა ბიზნესებს ფლობდა დავით კეზერაშვილთან ერთად?

ბიჭები - ხორავას ქუჩის საქმე

დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დაკითხვაზე დაიბარა ბიზნესმენი ივანე ნაკაიძე, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ-ს ბიძა გახლავთ. ამის შესახებ ინფორმაციას „რეზონანსი“ ადვოკატ ნესტან ლონდარიძეზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გარდაცვლილის მამის, ზაზა სარალიძის ინტერესებს იცავს.

შავი ჩაი ასკილით

ადვოკატის თქმით, ნაკაიძე გამოძიების მასალებში არ ფიგურირებს და შესაბამისად, არც გამოძიების პერიოდში დაუკითხავთ, თუმცა საპარლამენტო კომისიის მიერ ბიზნესმენ ნაკაიძის დაკითხვას მიესალმება.

„არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებზე შესაძლო წნეხის ფაქტზე ნაკაიძე სამომავლოდაც საინტერესო ფიგურა აღმოჩნდეს გამოძიებისთვის“, – ამბობს ნესტან ლონდარიძე.

რატომ გახდა საჭირო ნაკაიძის დაკითხვა და რა შეხება შეიძლება ჰქონდეს მას საქმესთან? ამ კითხვაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე პასუხობს, რომ, მათთან მისული მასალების მიხედვით, ამ პირის მიმართ კომისიის წევრებს კითხვები გაუჩნდათ, შესაბამისად, ნაკაიძეს პასუხის გაცემა მოუწევს.

რატომ დადგა დღის წესრიგში ბიზნესმენ ვანო ნაკაიძის დაკითხვა.

„დასაკითხ პირთა პირველივე სიაში, რომელიც გამოვაქვეყნეთ, ივანე ნაკაიძეც იყო იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ-ს  ახლობელი“, – ამბობს საპარლამენტო კომისიის წევრი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ელენე ხოშტარია.

„ჩვენ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც არის საქმეში, შევისწავლით, ხომ არ ჰქონდა რაიმე გავლენა მას გამოძიების პროცესზე. ვსწავლობთ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ვისაც კი მცდელობა ჰქონდა, რომ საქმეზე რაიმე სახის გავლენა მოეხდინა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თანაპარტიელი ირაკლი აბესაძეც ადასტურებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში კომისიას ერთ-ერთი მსჯავრდადებულის ბიძასთან, ივანე ნაკაიძესთან დაკავშირებით, კითხვები გაუჩნდა.

„ივანე ნაკაიძე არის ერთ-ერთი მსჯავრდადებულის ბიძა. ის, რომ გამოძიებაზე ხდებოდა ზემოქმედება და ზეგავლენას ახდენდნენ გამოძიების პროცესში მოწმეებზეც, შესაძლებელია საგამოძიებო ორგანოზეც, ეს უკვე, ფაქტობრივად, დადასტურებული შსს მხრიდანაც კი, რომელმაც დაიწყო გამოძიება. დაკავებული ჰყავს კონკრეტული პირი მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე, თუმცა ესეც პარადოქსულია. ამ ადამიანმა დანაშაული დაფარა 2017 წელს და ექვსი და შვიდი თვის შემდეგ მისი დაკავება იყო აბსოლუტურად გაუგებარი. რა თქმა უნდა, შესაძლოა, გამოიკვეთონ სხვა პირებიც, ვინც მსგავსი ტიპის გავლენას ახდენდა ამ საქმეზე. მათ გამოსავლენად საჭიროა გაგრძელება ჩვენი მხრიდან საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების დაკითხვის. მათი მოსაზრების მოსმენა. დღეს საქმეში პირდაპირი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი ვინმეზე ახდენდა ზემოქმედებას ამ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც შსს-მ თავად გამოიძია, არ ჩანს. თუმცა, ჩვენ ვხვდებით, რომ არის ბევრი მტკიცებულება დატოვებული ამ საქმის მიღმა, ასევე, ბევრი გარემოება, რომელიც არ არის გამოკვლეული, რომელსაც სჭირდება გამოკვლევა საგამოძიებო კომისიის მხრიდან და დასკვნები შემდგომ გაკეთდება“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ივანე ნაკაიძე 2009 წლიდან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი და კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენელი გახლდათ. 2011 წლიდან კეზერაშვილის ბიზნესკომპანიების მეწილე დავით იაკობაშვილი ხდება, 2013-ში კი, როდესაც კეზერაშვილმა ქვეყანა დატოვა, იაკობაშვილმა და ივანე ნაკაიძემ ეს ბიზნესები მთლიანად გადაიბარეს.

ნაკაიძის სახელი 2016 წელს გამოქვეყნებულ „პანამა ფეიფერსის“ დოკუმენტებშიც ფიგურირებს, კომპანია AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD-ის წარმომადგენლად, რომელსაც, დავით იაკობაშვილი ფლობს და წილის თანამფლობელად SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ში, რომელსაც, ასევე, იაკობაშვილი ფლობს. ორივე ამ ოფშორული კომპანიის ყოფილ მფლობელად კი დავით კეზერაშვილია მითითებული.

პრაიმტაიმი

 

loading…

პოპულარული

“ჩაჩავას”, "იაშვილის", "ღუდუშაურის" და "იმედის" სამშობიაროები დაჯარიმდა - 5 კლინიკას სტატუსი შეუჩერდა
11 წლის გოგონას 20-მდე მამაკაცი 7 თვის განმავლობაში აუპატიურებდა და ემუქრებოდა - შემზარავი შემთხვევა ინდოეთში
მოქალაქემ "სოლარისის" მზესუმზირაში წრუწუნა იპოვა (ფოტოები)
"ხვალ იყავით ყველაფრისთვის მზად" - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
დაწერე კომენტარი