დავით არახამია ქართულ სუბიექტებს რუსებთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებს

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ რუსი ხალხი და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, ამისთვის კი ქართულ სუბიექტებს იყენებენ.

cyc

გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე, ვაშინგტონში, არახამიამ თქვა, რომ რუსები ინტენსიურად იყენებენ “ქართულ ბანკებს, ქართულ ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ა.შ” დასავლეთის სანქციების რეჟიმისგან თავის ასარიდებლად.

“თუ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, ხსნი დისტანციურად საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას”, – დასძინა არახამიამ.მან ასევე მოუწოდა ვაშინგტონს, მიიღოს ზომები, რათა თავის დასაძვრენად ეს ხვრელი დაიხუროს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი