დაეჭრა ან თუნდაც 20 წელი მიეცათ, პირდაპირ გულში ესროლეს-ზუგდიდში გარდაცვლილის დედა

ზუგდიდში ძარცვის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები იმ პოლიციელების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ, რომლებიც დევნის პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. 

მე არ ვამართლებ ამას, ხომ გააკეთა ეს, მაგრამ არა გულში, არამედ სხეულის სხვა ნაწილში დაეჭრათ, რაც სიკვდილს არ გამოიწვევდა. სად გაიქცეოდა ეს დაჭრილი, გამინადგურეს ,-თქვა გარდაცვლილის დედამ.

ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ მოკვლას თუნდაც 20 წელი პატიმრობის მისჯა სჯობდა. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევის ადგილას რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მამაკაცის ცხედარი გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროზე. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ. 

დაწერე კომენტარი