დაეწყონ ახლა სამივე ერთად და გაგვცენ პასუხი – ეკა კვესიტაძე ექიმ „მუშკეტერებს“ მიმართავს

კვესიტაძე

აქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა მზარდია, დღეს ქვეყანაში 1192 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

როგროც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა .

ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას ტელეჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ეხმაურება და მთავრობისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს.

„სად არიან სახელგანთქმული მუშკეტერები! დაეწყონ ახლა სამივე ერთად და გაგვცენ პასუხი კითხვებზე – რატომ იხსნება უნივერსიტეტები ხვალ, რატომ ტარდება არჩევნები, რატომ არ ემხრობიან უფრო მკაცრ ღონისძიებებს, მაშინ როცა დღეს თითქმის 1200 შემთხვევა გვაქვს. თუ ჯერ ინსტრუქციები არ მიუღიათ ხელისუფლებისგან რა უნდა ილაპარაკონ? ჩვენზე შეუდარებლად ძლიერი ქვეყნები, ბევრად უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემით აცხადებენ შეზღუდვებს, ესენი კი ხვალ უნივერსიტეტებს გვიხსნიან ისე, რომ საწოლების და ექიმების რაოდენობა ვერ დაითვალეს ბოლოს 7 თვეა“- წერს ეკა კვესიტაძე.

დაწერე კომენტარი