“დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე” – მდინარაძის მტკიცებით, მთავარის ოპერატორი “ოცნების” ოფისის II სართულიდან თავისით გადავარდა

მდინარაძე-ოპერატორი

მამუკა მდინარაძე უარყოფს, რომ მთავარი არხის ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადააგდეს. 

მისი მტკიცებით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და გადავარდა. 

მანამდე კი, როგორც მდინარაძე ამბობს, ჟურნალისტი ბექა ყორშია პროვოკაციას აწყობდა. 

ალბათ არავის გაგიკვირდებათ, რომ ბექა ყორშია აწყობდა პროვოკაციას. კითხულობდა ჩლიქოსანს და მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წარმომადგენელს. ამის შემდეგ გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს და მათ შორის. მთავარი არხის ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც, იქ არის ე.წ ბაქაბზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე“. – ამბობს მდინარაძე. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი