” დადიან და რეგიონებს პირდებიან ტურისტებს ჩამოგიყვანთო… სათქმელი არ აქვთ არაფერი რომ რამე გააკეთეს”- ჯაფარიძე “ოცნებაზე”

ზურაბ ჯაფარიძე

 დადიან და რეგიონებს ჰპირდებიან ტურისტებს ჩამოგიყვანთო, ბოდვა ჩვეულებრივი – აცხადებს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე  ოცნებაზე საუბრისას.

იგი აღნიშნავს, რომ 9 წელია ხელისუფლებაში არიან და სათქმელი არ აქვთ არაფერი რომ რამე გააკეთეს:

 
“9 წელია ხელისუფლებაში არიან და სათქმელი არ აქვთ არაფერი რომ რამე გააკეთეს. ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა როცა მოვიდნენ ხელისუფლებაში მაშინაც იყო უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემები და დღესაც იგივე არის – ლარს დედა არა ჰყავს, ფასები გაქცეულია ისე, რომ მაგ ნიშნულზე ინფლაცია შეიძლება 90-იანებში იყო, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა. კატასტროფულად არის გაზრდილი, მათივე რიცხვებით სადღაც 13%-მდე არის ასული. უმუშევრობა არის კატასტროფული, არავის აღარ აინტერესებს ამ ქვეყანაში ფულის ჩადება, შესაბამისად, უმუშევრობაც იზრდება

რა პრობლემებიც იყო, ყველა ეს პრობლემა არის გაღრმავებული და გაუარესებული. რა უნდა თქვან, დადიან და ყველა რეგიონს პირდებიან, რომ ტურისტებს ჩამოგიყვან, ტურისტებს ჩამოგიყვან, ტურისტულ ცენტრად გადაგაქცევთო, ბოდვა ჩვეულებრივი” – ამბობს ჯაფარიძე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი