“დადგა დრო, დასრულდეს სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაცია, მათ უნდა დატოვონ მიტაცებული მიწები” – რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

ერდოღანის განცხადება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, დადგა დრო, დაასრულოს სომხეთმა აზერბაიჯანული მიწების ოკუპაცია.

„დრო მოვიდა, დასრულდეს აზერბაიჯანული ტერიტორიის სომხეთის მიერ ოკუპაცია. ანგარიშის გასწორების დროა, წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთი გააგრძელებს თავნებობას. მათ უნდა დატოვონ ოკუპირებული მიწები. ყველამ იცის, რომ ეს აზერბაიჯანის მიწაა“- განაცხადა ერდოღანმა თავის გამოსვლაში, რომელიც სტამბოლში გაიმართა.

მან თავისი გამოსვლისას ისაუბრა აგრეთვე მინსკის ეუთოს ჯგუფზე, რომელიც მისი აზრით, უუნაროა ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტაში.

„30 წლის განმავლობაში მათ ვერ შეძლეს სადავო საკითხით გადაჭრა და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რათა აღნიშნული პრობლემა მოუგვარებელი დარჩენილიყო. ახლა კი ისინი ჩვენ გვასწავლიან და ზოგჯერ გვემუქრებიან კიდეც. ისინი აგრეთვე გვეკითხებიან: ყარაბაღში იმყოფებიან თუ არა თურქი სამხედროები? აწვდის თუ არა აზერბაიჯანს იარაღს თურქეთი“ – განაცხადა ერდოღანმა.

დაწერე კომენტარი