დაბრუნდება თუ არა შაბათის კურიერი მთავარ არხზე – რას აცხადებს არხის გენერალური დირექტორი

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია, სარკესთან სამაუწყებლო ბადეზე საუბრობს და მაყურებელს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება:

“დილა გვექნება არაჩვეულებრივი და ასევე “სხვა შუაღამე”, რომელიც ისევდაისევ ჩემი მოგონილი ფორმატია. გვექნება “შუადღეც” მხოლოდ შაბათ-კვირას, რომელიც იქნება ძალიან მაგარი. პირველი იქნება მწერლების-მეორე შოუ კი კულტურას მიეძღვნება, სადაც იჯდება მარინა ბერიძე და სხვები.

მაგარი იდეები გვაქვს და მალე დღის მეორე ნახევარში ყველაფრით დაიტვირთება ტელევიზია, მათ შორის სერიალებით და მერე უყურეთ რეიტინგებს” – ამბობს ნიკა გვარამია.

დაწერე კომენტარი