დაბეგვილ, ნაცემ ქალაქს ამ იმედსაც რომ წაართმევ, უზნეო ხარ – წულაია ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვაზე

ქუთაისის პარლამენტის შენობის შენარჩუნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე თავისუფალი საქართველოს წევრმა, გოგი წულაიამ განაცხადა, რომ შენობის გაყიდვა ქალაქისთვის ბოლო იმედის წართმევაა.

“ისედაც მომაკვდავ, დაბეგვილ, ნაცემ ქალაქს ამ იმედსაც რომ წაართმევ, ხარ უზნეო და ფეხებზე გკიდია საერთოდ რეგიონები, ქალაქები და ა.შ”, — განაცხადა მან ფორმულასთან საუბრისას.

აქციაზე შეკრებილების აზრით, პარლამენტის დედაქალაქში გადასვლამ ისეც წაართვა ქალაქს განვითარების პერსპექტივა, შენობის გაყიდვა კი ამ შანსებს საერთოდ მოსპობს.

შენობის გაყიდვა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაანონსა. მისი თქმით, ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი.

“პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა”, — განაცხადა გახარიამ.

2018 წელს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფომაცია, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების ცენტრის ანალოგის განთავსებას გეგმავდა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილ შენობაში საკონფერენციო ცენტრი უნდა მოწყობილიყო. 

loading...

პოპულარული

"როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე მივვარდე ეზუგბაიას, ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი გავუკეთო" - ნინა სუბლატი
ქართული ოცნების დეპუტატი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა, მოსახლეობას ხვდებოდა და ტაძარშიც ეზიარა - რუსთავში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს
ვინ შესწირა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდს 1 მილიონი ?!
COVID-19-ის ონლაინ ტესტირება: Mydoc.ge-ზე შეამოწმე შენი თავი კორონავირუსის რისკებზე WHO და CDC გაიდლაინების მიხედვით
დაწერე კომენტარი