“დაბადების ადგილი: “ქალაქი ცხინვალი, რუსეთი” – ფრანგულ დოკუმენტებში იმ დროს გაჩენილი ჩანაწერი, როცა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო უწყებაში მუშაობდა

სალომე ზურაბიშვილი-ირაკლი ოქრუაშვილი

დაბადების ადგილი: ქალაქი ცხინვალი, რუსეთი – რას ნიშნავს და რატომ იყო ფრანგულ დოკუმენტებში ეს ჩანაწერი იმ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო.თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რეაქციის” ეთერში საფრანგეთში გაცემული მისი მართვის მოწმობა წარმოადგინა, სადაც ოქრუაშვილის დაბადების ადგილად ფრანგული მხარის მიერ მითითებულია “ქალაქი ცხინვალი, რუსეთი”.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი გაჩნდა იმ პერიოდში, როცა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო უწყებაში საქმიანობდა. “ხუთი წელი შევალიე მე სახელმწიფო ორგანოებთან ჭიდაობას, რომ ეს ჩანაწერი წაეშალათ და ბოლოს მივიღე პასუხი, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ორგანოებს ეს ჩანაწერი დაპროგრამებული აქვთ ისე, რომ მისი შეცვლა შეუძლებელია. სალომე ზურაბიშვილს რამის მონდომება რომ ჰქონოდა ამას მოაგვარებდა, ეს ვერ მოაგვარა და ჯარის გაყვანა როგორ შეიძლება რომ მივაწეროთ” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"თოკი შევიკარი, ვეღარ ვიხსნი..." "მიდი აბა ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ" - 14 წლის ლუკას თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი, ბულინგი გახდა (უმძიმესი ფოტოები საქმის მასალებიდან)
დაწერე კომენტარი