“დაავალე მიშას” – “ნაციონალური მოძრაობა” ახალ საარჩევნო კამპანიას იწყებს

მიხეილ სააკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა სპეციალური განცხადებით თქვა , რომ პარტია ახალ საარჩევნო კამპანიას იწყებს სახელწოდებით  – “დაავალე მიშას”. 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ჩავლენ ყველა ქალაქსა და სოფელში, მოისმენენ მოსახლეობის პრობლემებს, მთავარ გამოწვევებს. პრობლემების გადაჭრას კი შეეცდება პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, თანაგუნდელებთან ერთად. 

“ველით თქვენგან დავალებებს” – თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს დაასახელა.

დაწერე კომენტარი