„გწერთ თქვენი მომავლიდან, ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც თქვენ რამდენიმე დღეში აღმოჩნდებით, პირველ რიგში, ჭამას დაიწყებთ…” – იტალიელი მწერლის უმძიმესი წერილი

იტალია

იტალიელმა მწერალმა ფრანჩესკა მელანდრიმ ევროპელებს წერილი მისწერა. „წერილი მომავლიდან“ ბრიტანულ გამოცემა გარდიანში გამოქვეყნდა. წერილი გაფრთხილებაა, როგორც ევროპისთვის ისე, აშშ-სთვის. რა თქმა უნდა, „წერილი  მომავლიდან“ ნიშანდობლივია საქართველოსთვისაც, რადგან ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ.

მწერალი აღნიშნავს, რომ იტალია უკვე იქაა, სადაც ჩვენ რამდენიმე დღეში აღმოვჩნდებით. ის წერს, რომ ახლა სხვა ქვეყნებსაც ზუსტად ის არგუმენტები აქვთ, რაც სულ ცოტახნის წინ იტალიას ჰქონდა. მისივე თქმით, საზოგადოება საერთო ძალაა და მისი თითოეული წევრი ერთ ნავში ზის. მელანდრი წერს, რომ ეს გამოცდილება საბოლოოდ შეცვლის უკეთესობისაკენ საკუთარი თავის აღქმას და ამ ყველაფრის შემდეგ სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი როგორიც ადრე.

„იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ თქვენი მომავლიდან. ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც თქვენ რამდენიმე დღეში აღმოჩნდებით. ეპიდემიის დიაგრამა აჩვენებს, რომ უკვე საერთო ცეკვაში ვიხლართებით. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით გისწრებთ ზუსტად ისე, როგორც უჰანია ჩვენზე რამდენიმე კვირით წინ . მე გაკვირდებით, თქვენც ზუსტად ისე იქცევით როგორც ჩვენ. თქვენც ისეთივე არგუმენტები გაქვთ, რაც ჩვენ ცოტახნის წინ. სადღაც მათ შუაში ხართ, ვინც ამბობს: ეს ხომ უბრალოდ გრიპია, რა საჭიროა ამხელა ამბავიო. პირველ რიგში, ჭამას დაიწყებთ და არა იმიტომ რომ ჭამა ერთადერთია რისი გაკეთებაც შეგეძლებათ. ათეულობით ჯგუფს იპოვით სოციალურ ქსელებში, რათა ისწავლოთ დრო როგორ გაატაროთ ნაყოფიერად. ყველაფერში გაერთიანდებით, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერს უგულებელყოფთ. თაროებიდან აპოკალიპტურ ლიტერატურას ჩამოალაგებთ, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ მათი წაკითხვა არ შეგიძლიათ. ისევ შეჭამთ, ვეღარც დაიძინებთ. თქვენს თავს ჰკითხავთ რა ემართება დემოკრატიას. მუდმივად ონლაინ რეჟიმში იქნებით: მესენჯერში, ინსტაგრამზე, WHAT APP-სა თუ ზუმში. ძველი წყენები და უთანხმოება უმნიშვნელო გახდება. იმ ადამიანებთანაც დარეკავთ, რომლებზეც დაიფიცეთ, რომ არასდროს დაელაპარაკებოდით. დაიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ ბევრ ქალზე სახლში ძალადობენ. დაინტერესდებით იმ ადამიანების მდგომარეობით, ვისაც სახლი საერთოდ არ აქვს. დაცარიელებულ ქუჩებში თავს დაუცველად იგრძნობთ, მით უფრო თუ ქალი ხართ. თქვენ თავს ჰკითხავთ ნუთუ ასე იშლება საზოგადოება, ნუთუ ყველაფერი ასე სწრაფად ხდება? ადამიანები სრული სიცხადით გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ ბუნებას. ბევრ რამეში დარწმუნდებით, ბევრი რამე გაგაკვირვებთ კიდეც. მუდამ ახალ ამბებში თავჩარგული ინტელექტუალები გაქრებიან. მათი აზრი მოულოდნელად უმნიშვნელო გახდება თქვენთვის. აღმოჩნდება, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ადრე ქედმაღლურად უყურებდით არიან: სანდო, სარწმუნო, პრაგმატული და მომავლის განმჭვრეტნი. აჰ, ეს იტალიელები ალბათ, ასე ამბობდით, როდესაც ხედავდით როგორ ვმღეროდით აივნებიდან. ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთს სიმღერებს თქვენც უმღერებთ და ამ დროს თავს დაგიქნევთ, როგორც უჰანის მაცხოვრებლები გვიქნევდნენ თავს ჩვენ. ბევრი თქვენგანი იმ ფიცით დაიძინებს, რომ კარანტინის დასრულებისთანავე განქორწინების განაცხადს შეიტანს, ბევრი ბავშვი ჩაისახება. გეტყვიან, რომ საზოგადოება საერთო ძალითაა გაერთიანებული და ყველა ერთ ნავში სხედხართ, რაც სიმართლეა. ეს გამოცდილება საბოლოოდ შეცვლის უკეთესობისაკენ საკუთარი თავის აღქმას და მიხვდებით, რომ მთლიანის ნაწილი ხართ. კლასობრივი განსხვავება, მაინც თვალში საცემი იქნება. ლამაზ ბაღიან სახლში ყოფნა მჭიდროდ დასახლებულ ბინებში გამოკეტვის მსგავსი არ იქნება. არც სახლიდან მუშაობა და სამსახურის დაკარგვა იქნება ერთნაირი.ნავი, რომლითაც ეპიდემიის დასამარცხებლად ერთად იმგზავრებთ ყველასთვის ერთნაირი არაა და არც არასდროს ყოფილა. რაღაც ეტაპზე მიხვდებით, რომ ეს რთული იქნება ამ სირთულის შეგეშინდებათ, შემდეგ ისევ შეჭამთ. ჩვენ იტალიაში ვართ და ეს არის ის, რაც თქვენს მომავალზე ვიცით, მაგრამ ეს მოკლევადიანი პერსპექტივაა. თუ შორეული მომავლისკენ გავიხედავთ ის თქვენთვისაც და ჩემთვისაც უცნობია. ერთი რამის თქმა შეგვიძლია, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი როგორიც იყო“, – ნათქვამია წერილში.

წერილი მომავლიდან ფრანჩესკა მელანდრი იტალია, 2020 წელი.

https://www.theguardian.com/world/2020/mar/27/a-letter-to-the-uk-from-italy-this-is-what-we-know-about-your-future

loading...

პოპულარული

ამომრჩევლის მოსყიდვის მეორე სერია? - "ივანიშვილის გუნდი საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილ ჯარიმებს წინასაარჩევნოდ გააუქმებს"
ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა და 16 გამოჯანმრთელებული - საქართველოში COVID-19 მარცხდება
კალაძის ორმაგი სტანდარტი - "ოცნების" მსხვილ შემომწირველ კომპანიას 7 წელიწადში ბიუჯეტიდან 160 ლარი გადაუხადეს, აქედან 8 მილიონი ტენედრში გარეშე
დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს - გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნაზე საუბრობს
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი იხსნება
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
დაწერე კომენტარი