“გუშინ, ცოლი,შვილები და ძმა მიწას მიაბარა. დღეს, მეზობლების პანაშვიდზე მოვიდა. კუთხეში იდგა, მის უდიდეს ტკივილთან მარტო”

ბათუმის ტრაგედია

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.

ნათია სვანიძე აქვეყნებს ფოტოს საკათედრო ტაძრიდან და წერს, რომ მეზობლის პანაშვიდზე ის მამაკაცი მივიდა, რომელმაც ოჯახის 4 წევრი დაკარგა მომხდარი ტრაგედიის გამო.

“გუშინ, ცოლი,შვილები და ძმა მიწას მიაბარა. დღეს, მეზობლების პანაშვიდზე მოვიდა. კუთხეში იდგა, მის უდიდეს ტკივილთან მარტო”,- წერს ნათია სვანიძე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი