„გუშინ სამი საათი შეიყუჟეთ პარტიაში… ვერაფერი მოიფიქრეთ და ოროსანი მოსწავლესავით იმართლებდით თავს”-სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართული გუშინდელი შეხვედრა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, პარლამენტის სესიაზე დეპუტატებს შორის განხილვის საგანი გახდა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდებოდა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მათ გაეროს კვლევაზე ისაუბრეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობა ტყუილში დაადანაშაულა.

„გუშინ სამი საათი შეიყუჟეთ პარტიაში. შეშინებულებმა იმსჯელეთ თუ რა ქნათ, რომ გამოხვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვერაფერი მოიფიქრეთ, გამოხვედით და ქართველ ხალხს ურცხვი ტყუილები მოუყევით. როგორც ოროსანი მოსწავლე იმართლებს თავს გაკვეთილის უცოდინარობისთვის. ასე, რომ პოლიტიკური კრიზისი დიახ, გაქვთ,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

არჩილ თალაკვაძის განმარტებას შეხვედრასთან დაკავშირებით “კომიკური” უწოდა სიტყვით გამოსვლის დროს ზურაბ ჭიაბერაშვილმა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა  განაცხადა, რომ თავად იმ კვლევაში, რომელიც მმართველმა გუნდმა მიზეზად მოიყვანა, სასაცილო არაფერი არ არის და ზუსტად ასახავს მოსახლეობის მდგომარეობას.

„სასაცილო არაფერი არ არის ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სავალალო ყოფაში და არც თავად კვლევაში, რომელიც თქვენს მიერ, “ქართული ოცნების” მიერ მოტანილ საყოველთაო გაჭირვებასა და გაზრდილ სიღარიბეზე საუბრობს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობას ოთარ დანელიამ უპასუხა. მმართველი გუნდის წევრმა განაცხადა, რომ გუშინდელ შეხვედრაზე ნამდვილად იყო საუბარი გაეროს კვლევაზე და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, თუმცა მისივე თქმით რა თქმა უნდა ამ შეხვედრაზე იყო სხვა საკითხებიც დასმული.

„იყო  რა თქმა უნდა სხვა საკითხებიც. ეს იყო შიდა შეხვედრა და ბუნებრივია შიდა შეხვედრის საკითხები გარეთ სასაუბრო არ არის,“-განაცხადა ოთარ დანელიამ.

loading…

პოპულარული

„სამედიცინო პერსონალი არის აგრესიული, არ უნდათ ვინმემ გამოიტანოს რეალური ვითარება“ - ადვოკატის განცხადებით დეკანოზის მდგომარეობა დამძიმდა
„ზიარების შეფერხება არ ხდება, ნებისმიერ მღვდელს თუ მღვდელმთავარს შეუძლია აზიაროს“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე
„ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“ - მეუფე ანდრია გვაზავა დეკანოზ გიორგი მამალაძეს
„ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, თუკი რაიმე მოუვა, ნათელი მოეფინება ყველაფერს“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აკისრებს
„სოლიდარობა მამა გიორგის“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან ხვალ აქცია გაიმართება
„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან (ვიდეო)
„მოგეკითხებათ პირველ რიგში თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო“ - ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
დაწერე კომენტარი