“გუშინ მიცვალებული დაძინებული და გაღიმებული გეგონებოდათ… იქ საშინელებაა…“

ანრი მახარობლიძეს 2 კვირის წინ ქორწილი ჰქონდა. მისი ნათესავი შემდეგ ისტორიას იხსენებს:

„ქორწილში მეუღლეს საოცარი გრძნობით უმღერა. ჯვარი უნდა დაეწერათ, მაგრამ გზაში მანქანა გაფუჭდა. ვერ მიასწრეს ეკლესიაში იმ დროს, როცა მათი ჯვრისწერა იყო დანიშნული და მღვდელმა უარი უთხრა ჯვრისწერაზე. სხვა მღვდელს მიმართეს, მაგრამ იმანაც უარით გამოისტუმრა… ალბათ ესეც ბედი იყო… გუშინ მიცვალებული დაძინებული და გაღიმებული გეგონებოდათ… იქ საშინელებაა…“ – განაცხადა  „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ანრი მახარობლიძის ნათესავმა.

23 წლის ანრი მახარობლიძე 7 ნოემბერს, ბათუმში, მშენებლობაზე დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა საავადმყოფოში შეყვანამდე ის უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი