“გუშინწინ მოვიდნენ და მათი ხელმძღვანელობა​ ყელგამოღადვრით იხვეწებოდა, რომ სამაჯური ხელის ნაცვლად, ფეხის კიდურზე გამეკეთებინა,ახლა, ასე მოუნდათ. ფაქტია…”

ნიკა მელია ტელეკომპანია “კავკასიაშია” იმყოფება, სტუდიაში შესვვლამდ ის ჟურნალისტებთან საუბრობს.

“ზუსტად ვიცი, რომ ბოლო თვეებს ითვლის ივანიშვილის მთავრობა, რომელიც აცდა და სამართლებრივ სივრცეს კილომეტრებით გაცდა.

ჩემთვის პროკურატურა არ არის პროკურატურა, ანტიკონსტიტუციურია ის მოთხოვნა, რომ დეპუტატს აეკრძალოს სახლიდან გამოსვლა და ტელევიზიაში გადაცემებში მონაწილეობა. მე არ დამირღვევია მათი აბსურდული მოთხოვნა – ვაცნობეთ პროკურატურას გადაცემაში მონაწილეობის შესახებ და მოვიდა უარყოფითი პასუხი.

გუშინწინ მოვიდნენ და მითხრეს, რომ სამაჯური დაზიანებების გამო უნდა შეეცვალათ და მათი ხელმძღვანელობა​ ყელგამოღადვრით იხვეწებოდა, რომ სამაჯური ხელის ნაცვლად, ფეხის კიდურზე გამეკეთებინა. ახლა, ასე მოუნდათ. ფაქტია, რაღაც ხდება ქართულ ოცნებაში. მილიარდების პატრონ ივანიშვილს არ ვაპირებ დავემორჩილო. მას უნდა არც პოლიტიკური, იურიდიული, სოციალური, ეკონომიკური უფლებები მქონდეს, მაგრამ ასე ხომ არაა?

მაქვს მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება. ვაკეთებ იმას კი არა, რისი უფლებაც მაქვს, არამედ – რისი ვალდებულებაც მაქვს”, – განაცხადა მელიამ

loading...

პოპულარული

"პრმეიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე არ განიხილება, თემის გაჟღერება თაკო ჩარკვიანის პირადი აზრი იყო"- "ძალა ერთობაშია"
"ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი ვაშაძე პრემიერის პოსტზე არ განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული" - უდუმაშვილი
"ედპ-ის სახელით კოალიციაში პრემიერის პოსტზე მხარს დავუჭერ მხოლოდ რეალისტურ კანდიდატს და ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე" - ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის გეგმებზე
"თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, შეთანხმება ივანიშვილის მიერაა ჩაშლილი" - გიგა ბოკერია
"8 მარტის შეთანხმების ყვცელა პირობის დაცვა იქნება არჩევნების ლეგიტიმაციის წინაპირობა"- ლევან ბეჟაშვილი
თამო ვარშალომიძე ორსულადაა- ვისგან აჩენს ბავშვს ქართველი სექს სიმბოლო(ვიდეო)
1-ლი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
"მცემეს... ძმაო, ასფალტზე მარტყმევინეს სახე" - ქუთაისში, პოლიციის მიერ მამაკაცის სასტიკი დაკავების კადრები
„ყველაზე სექსუალური ქალი საქართველოში“ - სოფია სებისკვერაძის ინტიმური ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს
დაწერე კომენტარი