გუშინდელი მოვლენები დაიმსახურებს ძალიან ცუდ შეფასებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან – ხატია დეკანოიძე

„გუშინდელი მოვლენები იმსახურებს და დაიმსახურებს ძალიან ცუდ შეფასებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან,“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ლგბტ თემს გამოხატვის თავისუფლების უფლება ჩამოართვეს. ამის დაცვა, კი ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ ლგბტ თემის აქციის წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობებს ძალიან ცუდი შეფასებები მოჰყვება.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონი და თითოეული ადამიანის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური დემოკრატიის განვითარებისთვის და გუშინ ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არ იყო საქართველოს კონსტიტუციის დაცვა, აუკრძალეს ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო იმ ადგილას მანიფესტაციის გამართვა და თავისი აზრის დაფიქსირება, რომელიც დაგეგმილი იყო და რომელიც დაანონსებული ჰქონდათ და საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოაცხადა რეალურად თავისი პოზიცია ზუსტად შეკრების, მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით. შესაბამისად, გუშინდელი მოვლენები იმსახურებს და დაიმსახურებს ძალიან ცუდ შეფასებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

loading...

პოპულარული

1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ღამე - ისტორიული კადრები (ვიდეო)
"ყველაზე მეტად მისი ჩახუტება მენატრება" - თამრიკო ჭოველიძის ნივთები და თაროზე მიწებებული საღეჭი რეზინის ისტორია, რომელსაც მამამისი დღემდე ინახავს (ვიდეო)
"ახლა ხო მეგე**ნათ კარგის ტ***კი სუყველას" - ნინო გაჩეჩილაძის ვიდეო, რომელიც ყველამ უნდა ნახოს
მკვლევარების შემაშფოთბელი დასკვნა- დახურული სივრცის ჰაერში კორონავირუსის ნაწილაკები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცოცხლობს
დაწერე კომენტარი