გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი იწყება – დაცვის მხარე მის გათავისუფლებას ითხოვს

დავით კირკიტაძე

დატოვებს თუ არა საპატიმროს დავით კირკიტაძე დღეს გაირკვევა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე მისი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

კირკიტაძეს, რომელსაც პოლიციისთვის ძალადობით წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა იმ მოტივით შეუფარდა, რომ ის სხვა სასამართლო განხილვაშიც ფიგურირებდა ბრალდებულის სახით. თუმცა მალევე მეორე სასამართლო დავაში, რომელიც მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხებოდა, კირკიტაძე გამართლდა.

სასამართლო პროცესი გურჯაანის სასამართლოში ამ წუთებში იწყება. სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან. სასამართლოს ეზოში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.

დავით კირკიტაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს კახეთში, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დააკავეს. 

„ჩვენ დაცვის მხარე სასამართლოს მივაწვდით უმნიშვნელოვანეს ახალ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ნულოვანს გახდის შანსს, რომ მის მიმართ ძალაში დარჩეს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება. ჩენ მოვითხოვთ დღეს შეცვლილი, გაუქმებულ იქნას დაპატიმრება, იგი გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას მისცემს ახალ ფაქტობრივ გარემოებს და გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

პოპულარული

„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
"რუსთავი 2" ჟურნალისტებმა დატოვეს - კურიერმა მაუწყებლობა შეწყვიტა
"ვერ შეგვაშინებთ" - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს
„რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა სოფელ გუგუტიანთკართან აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას“ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ გაუშვა ჟურნალისტი, რომელმაც პუტინს აგინა - რუსული მედიის მთავარი გზავნილი რ2-დან ჟურნალისტების გაშვებაზე
ქალწულის პერიოდი იწყება - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში
„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
"რუსთავი 2" ჟურნალისტებმა დატოვეს - კურიერმა მაუწყებლობა შეწყვიტა
„ივანიშვილის სახელით არაფორმალური გარიგება შემომთავაზეს... მე მათ ვუთხარი უარი“ - ნოდარ მელაძე შეხვედრის დეტალებს ჰყვება
დაწერე კომენტარი