გურიის საუბნო-საარჩევნო კომისიის ყველა წარმომადგენელი “ოცნებას” უკავშირდება – ენმ

ცესკო

“ნაციონალური მოძრაობის” თქმით, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში დამტკიცებული ყველა საუბნო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. 

თავად “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის თავჯდომარე, დავით მჟავანაძე კომისიის სხდომიდან დღეს პოლიციამ გამოიყვანა. პარტიის ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა გეწაძე კი ამბობს, რომ კომისიის  წევრები რეალურად  “სუსის” მიერ შერჩეული პირები არიან. 

კომისიის წევრები კონკურსის წესით უნდა არჩეულიყვნენ. თუმცა ჩვენ მიერ მოპოვებული ზუსტი ინფორმაციით ვიცით, რომ ეს ადამიანები წინასწარ დანიშნულები არიან “ოცნების” მიერ. ასე არჩევნები ვერ ჩაივლის და ჩვენ დარღვევებზე თვალს ვერ დავხუჭავთ, – თქვა კახა გეწაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ე.წ. ნეიტრალური საარჩევნო პირები “ქართულ ოცნებას” უკავშირდებიან. გაერთიანებულმა ოპოზიციამ 12 სექტემბერს საკითხი შეისწავლა და მათ დაადგინეს, რომ 73 დამოუკიდებელი წევრიდან 42 “ოცნების” მხარდამჭერია. 

დაწერე კომენტარი