გურიაში ქურდმა სიძე-პატარძალი საწოლის გარეშე დატოვა

ქურდობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში.ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლიდახვდათ და არც ქვეშაგები. ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში,ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა.

ლხინის სუფრიდან უკან დაბრუნებულებს სიძის ოჯახი ისე დახვდათ გაქურდული, რომ სახლში ვეღარცჩანგალი იპოვეს, ვერც ალუმინის თასები და ვერც საწოლი.

„მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები,როგორც ხდება ხოლმე.  დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არრამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო.   დაცარიელებული დაგხვდა სახლი.  სიძეიძახდა,-სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლებმა დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა ლეიბიდა თეფში“, – აცხადებს „გურიის მოამბესთან“ ერთ-ერთი მეზობელი.

loading...

პოპულარული

9 აპრილის ტრაგედიას შეწირული 21 გმირი! - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სისხლიანი დღე
1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ღამე - ისტორიული კადრები (ვიდეო)
"ყველაზე მეტად მისი ჩახუტება მენატრება" - თამრიკო ჭოველიძის ნივთები და თაროზე მიწებებული საღეჭი რეზინის ისტორია, რომელსაც მამამისი დღემდე ინახავს (ვიდეო)
"ახლა ხო მეგე**ნათ კარგის ტ***კი სუყველას" - ნინო გაჩეჩილაძის ვიდეო, რომელიც ყველამ უნდა ნახოს
დაწერე კომენტარი