”მეტრაოთხმოციანმა და ას კილოგრამიანმა მუტრუკმა, მთელი ძალით წიხლი ამოარტყა ცუგას მუცელში”

ბლოგერი გურამ შეროზია საკუთარ ბლოგზე, გიროგი ბერეჟიანის პოსტს აქვეყნებს:

”დავინახე როგორ მიადგა ქუჩის ძაღლი ჩემს შორიახლოს მდგომ კაცს, რომელიც ხოტ დოგს მადიანად შეექცეოდა. ძაღლი თვალებში შეჰყურებდა კაცს და კუდის ქიცინით “უნამიოკებდა” – მეც მშიაო! კაცმა ძაღლს გაუღიმა და პატარა პურის ნაგლეჯი იქვე თავისთან ახლოს დააგდო. ცუგა გახარებული მივარდა პურს და კბილი სტაცა,,, მეტრაოთხმოციანმა და ას კილოგრამიანმა მუტრუკმა, მთელი ძალით წიხლი ამოარტყა ცუგას მუცელში და ქუჩის მიმართულებით მოისროლა. ძაღლი გზის შუაგულზე დაეცა, მისი წკავ-წკავი გარემოს მოედო. მანქანის მუხრუჭების ხმაზე თვალები დავხუჭე, არ მინდოდა მენახა როგორ გაიტანდა მანქანა საცოდავ ცხოველს. გადარჩა ცუგა. მივარდი ხელში აყვანა მინდოდა – მიკბინა, სისხლი თქრიალით წამომივიდა. მაინც ავიყვანე ტროტოარზე ხის ძირას დავაწვინე. ცოტა ხანი იწვა, მერე წამოდგა და ძუნძულით წასული, მალევე თვალს მიეფარა. ივლისის ცხელი დღეები იდგა. ცოფის აცრები გავიკეთე, ჭრილობა გამიკერეს, მოკლედ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ძვალი არ იყო დაზიანებული. აგვისტოს დასწყისში სკამზე ჩავთვლიმე, უკვე საათზე მეტი არც ერთი კლიენტი არ გამომიჩნდა. ძილში ვიგრძენი როგორ მილოკავდა ვიღაცა ხელს, ზუსტად ჭრილობის ადგილას. თვალი გავახილე, ის ცუგა იყო – ბოღმა დავარქვი. მთელი დღე ჩემთან არის, ერთად ვსაუზმობთ, მერე ერთად ვსადილობთ, დღის ბოლოს მიგვაქვს სარდაფში ჩემი ხაბაკი. ბოღმა იქ რჩება და მთელი ღამე დარაჯობს ჩაკეტილ საწყობის კარს. საოცრად თბილი და ჭკვიანი ძაღლია, ყველაფერი ესმის, კეთილშობილ ადამიანს გავს. დადე სადაც გინდა ფოტო, მაგრამ მე ნუ გამომაჩენ, ნურც იტყვი სად ვართ – დავპირდი, რომ არ გამოვაჩენდი. მაგარი კაცია, მე მგავს, ავადმყოფურად თავმდაბალია, ვერ იტანს ყურადღების ცენტრში ყოფნას.  
ავტორი: გიირგი ბერეჟიანი
#Anikhizanishvili”

loading…

პოპულარული

აირჩია ხალხმა თუ დანიშნა ივანიშვილმა - სკანდალური კადრები, რომლითაც დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა (ვიდეო)
სკანდალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება - ქართველი ემიგრანტისთვის წართმეული უძრავი ქონება და გაყალბებული დოკუმენტები
რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილი-მარგველაშვილის ინაუგურაციას და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაში
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
დაწერე კომენტარი