გულწრფელად მებრალები, რადგან საამისოდ არ მემეტები… ზვიად სეხნიაშვილი თამარ ჭოხონელიძეს

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი თამარ ჭოხონელიძის განცხადებას ეხმიანება.

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება 17 მაისს, სპეციალურად დაამთხვია და დაგეგმილ კონცერტზე არ იმღერებს.

„ჩემო თამარ, ამ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს ნურავინ დაამადლის სამშობლოს, ეს ყველა ჩვენგანის ვალია და მადლობა უფალს, თუ შეგვაძლებინებს. უფალს მადლობა-თქო, რადგან მის გარეშე ჩვენს სამშობლოს ვერაფერს ვერ გავუკეთებთ…
ადამიანის ცხოვრებაში მუდამ დგება გადამწყვეტი წამი, როდესაც თავდადება და ერთგულება ყველაზე მეტად სჭირდება. მარტყოფისა და მარაბდის ომების გმირი იყო ზურაბ არაგვის ერისთავი, ჩვენ არც კი დაგვესიზმრება, იმდენად შეუპოვარი და კარგი მეომარი, დაჭრილმაც კი არ მიატოვა ბრძოლის ველი, სიკვდილის წრეში იტრიალა თავგანწირვით და ერთგულად ემსახურა მამულს, მაგრამ ზუსტად ერთ წელიწადში, ბაზალეთის ძმათამკვლელი ომის დროს და მის შემდგომაც, ლამის თავი მოჰკვეთა ქვეყანას, განუდგა, უღალატა და იმ განდგომამ ბევრი სისხლი ადინა ჩვენს სამშობლოს. ქართველმა ერმა კი არ აპატია ეს ჩავარდნა…
პატრიარქის სიყვარული სწორედ მისი კურთხევის აღსრულებაშია ბოლო ამოსუნთქვამდე და არა მისი პოზიციის აწონ-დაწონვაში, აქ არის ჩვენი გადარჩენის საიდუმლო, რამეთუ ერს, რომელსაც უფალმა მოჰმადლა ასეთი სულიერი მოძღვართმოძღვარი, ვალდებულია დაუფასოს ზეციერს მადლი და ბოლომდე უერთგულოს…


განაგრძეთ კითხვა

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი