“გული მერევა თქვენზე ვინც სიბოროტემ გადაგრიათ და ლელას დაინფიცირებაზე აჩხავლდით…მიყვარს ეს გოგო ნიჭიერი, დაუზარელი და საოცარი გულის პატრონი” – ინგა გრიგოლია

ლელა ინგა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მომღერალ ლელა წურწუმიაზე წერს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს:


“მიყვარს ეს გოგო. ნამდვილი ვარსკვლავი. კაშკაშა და ბრჭყვიალა. ნიჭიერი, დაუზარელი და საოცარი გულის პატრონი. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. კიდევ ბევრი წელი უნდა იკაშკაშოს და იბრდღვიალოს. აი, თქვენ კი, ვინც სიბოროტემ გადაგრიათ და ლელას დაინფიცირებაზე აჩხავლდით და აჭყლოპინდით. უკვე აღარც მეცოდებით, ადრე მეცოდებოდით, , ეხლა უბრალოდ ,გული მერევა სიბოროტეზე. გამოჯანმრთელება ლელას”-წერს ინგა გრიგოლია.

რეკლამა

დაწერე კომენტარი