“ჩემო ძმაო, ჩემო გულის ტკივილო… ეს არ უნდა მომხდარიყო” – ნახეთ რას წერენ გარდაცვლილ ბარმენზე მეგობრები

ნახეთ რას წერენ კლუბ “ნაინის” გარდაცვლილ ბარმენზე მეგობრები:
“მარადიული სასუფეველი ჩვენს ძმას”.
“ჩემო ძმაო, ჩემო გულის ტკივილო…. ვერაფერს ვამბობ დამადუმე… უზომოდ მიყვარხარ და ყოველთვის ჩემს გულში ხარ… როგორც ამბობდი, ჩვენ სიტყვის თქმა და საუბარი არ გვჭირდებაა ისე გვესმოდა ერთმანეთის…დამპირდი, რომ აუცილებლად ვისაუბრებდით, როგორც ჩვენ გვჩვევოდა ერთ ბოთლთან ერთად…. პირდაპირი, უმანკო და გულახდილი საუბარი… შენს სულს ვფიცავარ სულმოუთმელად ველი ამ მომენტს ეხლაც!!! მალე შევხვდებით ჩემო ძმაო და აუცილებლად ვისაუბრებთ!!!”
“ჩემო ძმაო ვერ ვიჯერებ ჩვენთან რომ აღარ ხარ. ყველაზე თბილი,ტკბილი პოზიტიური იყავი ყველასთვის.გაანათლოს ღმერთმა შენი სული”.

“ძალიან ძალიან მაგრად დამწყდა გული ჩემო ძმაო, ყველაზე თბილი და ყველაზე პოზიტიური ადამიანი იყავი ჩემო ძმაო, ღმერთმა ნათელში გამყოფოს ,ძალიან მეწყინა ვერ ვიჯერებ რო აღარ ხარ”.

“ყოველთვის ბედნიერი და მომღიმარი იყავი გული ჩერდება ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ არ მემეტები იმ ქვეყნისთვის მგონია სიზმარია,შენნაირ ადამინებს განგება ასე არ უნდა ექცეოდეს გული და სული წაიღე გაჩერდა დრო”.

“თუ მჯეროდეს…. შენ ასეთი კეთილი, გულიანი, სულიანი ადამიანი.. ეს არ უნდა მომხდარიყო…ოღონდ შენ არა… მუდამ ჩემს გულში იქნები!! აუცილებლად შევხვდებით”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, დიდ დიღომში, 27 წლის ბიჭის გიორგი ლომიშვილის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, მაშველებმა საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. გიორგი ბარმენი იყო და ის წლების განმავლობაში კლუბ “ნაინში” მუშაობდა. ალბათ ბევრი იცნობთ ამ ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ღიმილითა და ენერგიით ემსახურებოდა კლუბის სტუმრებს.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

“droni.ge”

loading…

პოპულარული

"უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა" - ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას ცემა სცადა (ვიდეო)
"დიდ დიღომში ამოვიდა 21 ნომერში. მძღოლმა, თუ შავი ძაღლია გაანებე ეგ საბურთალოზე ჩადისო"
"ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას" - შალვა ნათელაშვილი
"მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“ - ირმა ინაშვილი
დაწერე კომენტარი