თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრი გულია გოცირიძე ამავე რაიონის გამგებლის მოადგილესთან, ნანა ციმაკურიძესთან ერთად მოხუცთა თავშესაფრის ,,ბარბარე 21-ე“ ბენეფიციარებს ესტუმრა და შობა – ახალი წელი მიულოცა.
დეპუტატმა მოხუცებს საშობაო ნობათი გადასცა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა პანსიონი დაათვალიერა და იქ არსებულ საცხოვრებელპირობებს პირადად გაეცნო.
„გვინდა ხანდაზმულებს შობა-ახალი წელი მივულოცოთ, რისთვისაც მოხუცთა თავშესაფარს ვეწვიეთ. ჩვენი ვიზიტით ამ ადამიანებისთვის დღევანდელი დღის გალამაზებას შევეცადეთ. აუცილებელია, მოხუცებს მარტოობა არ ვაგრძნობინოთ და მათზე ყოველთვის ვიზრუნოთ “, – განაცხადა გულია გოცირიძემ.
მოხუცებს ასევე შობა ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ინანამ“ და მისმახელმძღვანელმა მარინა კოლხიდაშვილმა და პოეტმა სოფო ღლონტმა მიულოცეს.
მოხუცთა თავშესაფარმა ,,ბარბარე 21-ე“ ფუნქციონირება 2016 წელს დაიწყო და იგი 24 ბენეფიციარზეა გათვლილი.