გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი ვიდეოკადრები

ვიდეო

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსმა“ ახალი ვიდეოკადრები მოიპოვა. როგორც სააგენტოსთან საუბარში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბარის მიმდებარე ტერიტორიას ასახავს, სადაც ინციდენტი მოხდა. ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ურტყამს.

„ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს 5 ადამიანი მერაბ კობიაშვილს. აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ და ზემოდან ურტყამენ გამეტებით ფეხებს და ხელებს. ასე ჩანს, რომ ვერსია თითქოს, მხოლოდ ერთი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ, არის არასწორი. ამ და დანარჩენ კადრებში ნათლად ვხედავთ, თუ როგორ გრძელდება კობიაშვილის ცემა მაშინ, როცა ის ცდილობს გაეცალოს მოძალადეთა ჯგუფს.

შესაბამისად, ვერსია, თითქოს, მერაბ კობიაშვილს მხოლოდ იარაღის სროლის შემდეგ სცემეს, არასწორია! ასევე არასწორია ვერსია, თითქოს, მას მხოლოდ ერთი ადამიანი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ!

ამ კადრებით სრულად დასტურდება დაცვის მხარის პოზიციის სისწორე. სრულად დგინდება, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მერაბ კობიაშვილმა მითხრა, როცა მას მცხეთის იზოლატორთან შევხვდი“,- განაცხადა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იხილეთ ვიდეო.

წყარო: ინტერპრესნიუსი

loading...

პოპულარული

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა
"უაზროდ ვტიროდი და ვიმეორებდი – ნია, დე..." - წყვილი, რომელმაც 6 წლის ნიაკო დაკარგა, ტყუპს ელოდება
ხანძარი ჩერნობილის ტყეში - მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციის დონე 16-ჯერ გაიზარდა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი