გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება – რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას

ბიჭი

სასტიკი მკვლელობა გუდაურში – მერაბ კობიაშვილის საქმის პროკურორი ამბობს, რომ დანაშაულის მოტივი შურისძიებაა.

დავით ყაზაიშვილი ამბობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მხარეები შერიგებულები არ არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი იყო.

„მოტივი არის შურისძიება. საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ ბრალდებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ კუთხით გამოძიება მიმდინარეობს და გრძელდება. შურისძიების მოტივით ეს ადამიანი უკვე გასროლას ახორციელებს იმ პირების მიმართ, ვინც მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეობდა. ნაწილი დადგენილია, თუმცა, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს როგორც ამ პირების დადგენა, ასევე სხვადასხვა გარემოებებზე გამოძიება. რა თქმა უნდა, ობიქეტურად შევაფასებთ ყველა იმ გარემოებას, რომელიც საქმის მასალებში, გამოკითხვებში, ვიდეომასალაში და ა.შ. იქნება და ამ საკითხსაც შემდეგ გადავწყვეტთ.

ბრალდებულს ბრალდება შეერაცხა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და ერთ-ერთი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა ყაზაიშვილმა.

loading...

პოპულარული

„როგორ გვაბრმავებს სახელმწიფო კორონა ვირუსთან ბრძოლისას, უკონტროლო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად... აქ ადამიანების სიცოცხლე დგას სასწორზე!“ - ქართული კარანტინის სკანდალური ისტორია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსმა ნიუ იორკი გაანდგურა - გადარჩება თუ არა აშშ-ს სხვა ქალაქები?
ავსტრალიელი მეცნიერები COVID-19-თან ბრძოლას პარაზიტების გასანადგურებელი წამლით იწყებენ
დაწერე კომენტარი