გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა

gudauri

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მოანკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისთვის,მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსისმთელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

დაწერე კომენტარი