გუგუტიანთკარში მოსახლებას შველას ითხოვს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ლოპოტას ტბაზე ისვენებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს რამდენიმე დღის განმავლობაში აბამდნენ, ადგილობრივი მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ხელისუფლების პირველი პირების ჩასვლას ითხოვდნენ, „რეგინფოსთვის“ კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახეთში, ლოპოტას ტბაზე იმყოფება და ისვენებს.

ლოპოტას ტბაზე პრეზიდენტის ყოფნისა და დასვენების შესახებ „რეგინფოს“ ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, მათ შორის დასასვენებელი კომპლექსის თანამშრომლებმაც.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლების თქმით, მათ არ იციან, სად არის სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა ბოლოს განცხადება 9 აგვისტოს გააკეთა, როცა ის ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დასრულებას დაესწრო.

14 აგვისტოს, შიდა ქართლში, სოფელ გუგუტიანთკარში რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიტაცება და მავთულხლართების გაბმა გააგრძელეს. სოფლის მოსახლეობა გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვდა. ბორდერიზაციის შედეგად გუგუტიშვილების და რაზმაძეების ორმა ოჯახმა სახლები დაკარგა, რუსმა სამხედროებმა მიიტაცეს სოფლის კუთვნილი ხეხილის ბაღები, სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განახლებულ ბორდერიზაციას ამ დროდე არც კი გამოხმაურებია.

16 აგვისტოს გუგუტიანთკარში იმყოფებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა და პარტნიორმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაგმეს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები და ე.წ. საზღვრის გავლების პროცესის შეჩერება მოითხოვეს.

გუშინვე გავრცელდა გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის  კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ შვებულებაშია, აჭარაში იმყოფება და გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა.  

reginfo.ge

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი