ყველაზე გრძელი სახლი, რომელიც მეგობრებმა ააშენეს

ცხრა ახალგაზრდა ოჯახმა, რომელსაც ბინის შესაძენად საკმაოდ მწირი ბიუჯეტი გააჩნდა, მიიღო რაციონალური გადაწყვეტილება – საერთო ძალებით აეშენებინა საცხოვრებელი, რომელიც მოხერხებული, სრულყოფილი და ჯანმრთელი იქნებოდა.

სახლის ასაშენებლად სოფელ ოოსტერვოლდეში (პროვინცია ფრისლანდია, ჩრდილოეთ ნიდერლანდი) მეგობრებმა ერთი ჰექტარი ფართობის საკარტოფილე მიწა შეარჩიეს.


ამ ერთსართულიანი სახლის სიგრძე 100 მეტრია. იგი დაყოფილია 9 თანაბარ ნაწილად, რომელთაგან თითოეული, დაახლოებით, 160 კვ. მეტრია; ბუნებრივი განათება სახლს ორი მხრიდან აქვს. ოთახების შიდა დაგეგმარება კი თითოეულ ოჯახს თავისი სურვილით შეეძლო, რადგან აქ არანაირი

ხელშემშლელი საყრდენი კედელი ან ტიხარი  არ არსებობდა.

სახლში 8 დამოუკიდებელი საცხოვრებელი ბინა და ერთი სახელოსნოა, რომელიც პროექტის ინიციატორს, მხატვარ ფროდე ბოლჰუისს (Frode Bolhuis) ეკუთვნის.

***

თუკი გაინტერესებთ მშენებლობისა და რემონტის საკითხები, სასარგებლი ინფორმაცია წაიკითხეთ ვებვერდებზე:


https://metalokramiti.ge/

https://www.goodworks.ge/

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი