გრიპის შემთხვევები კლებადია – იაშვილის კლინიკის დირექტორი

როგორც კვირების, ასევე დღეების მიხედვით დინამიკა მიუთითებს, რომ გრიპის შემთხვევები კლებადია, – ამის შესახებ იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი წევს.

„დეკემბრის ბოლო კვირას ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზებული იყო 32 პაციენტი, იანვრის პირველ კვირას 20 პაციენტი. მომართვიანობა, ჰოსპიტალიზაცია და გართულებით მიმდინარე შემთხვევები იანვრის პირველ კვირას ნაკლებია, ვიდრე იყო დეკემბრის ბოლო კვირაში.

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვანია – მძიმე შემთხვევების რაოდენობამ ანუ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, არ შეცვლილა და 3 პაციენტი მკურნალობს. ორ მათგანთან დადგენილია გრიპის შემთხვევა გართულებული ფილტვების ანთებით, ერთ პაციენტთან კი გრიპი მიმდინარეობს ფილტვების ანთების გარეშე. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ, ორ მათგანს ხვალ გადავიყვანთ კრიტიკული მედიცინის ექიმების კონტროლიდან. ერთი კი გააგრძელებს მკურნალობას.

დღეს დილით იაშვილის კლინიკაში წევს 63 პაციენტი, სადაც დადგენილია გრიპის და გრიპის მაგვარი დავადებების კლინიკური ნიშნების მიხედვით დიაგნოზი. გუშინდელი მდგომარეობით იყო 72 პაციენტი ანუ ყოველდღიური დინამიკაც არ მიუთითებს შემთხვევების მატებაზე. პირიქით, როგორც კვირების, ასევე დღეების მიხედვით შემთხვევები ნაკლებია,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

პოპულარული

უცნაური საახალწლო ტრადიციები, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვთ
დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ რომან გოცირიოძეს წიხლი დაარტყა
საპროტესტო ხსნარი - რა ნივთიერება გამოიყენეს პარლამენტში, რომელიც ევაკუაციის მიზეზი გახდა
სუპერსექსუალური სტილი და ახალი იმიჯი - ნუცას ფოტოები, რომლებმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა
დაწერე კომენტარი