გრიგოლია: ამ ბრძოლაში ოპოზიცია სუსტად გამოიყურება, ძილისკენაა წასული

გრიგოლია

ამ ბრძოლაში ოპოზიცია სუსტად გამოიყურება, ძილისკენაა წასული – განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემაში “რეაქცია”:

cyc

“იმ გამოწვევებს, რაც ივანიშვილისგან მოდის… მე მგონია, რომ ამ ბრძოლაში ოპოზიცია სუსტად გამოიყურება. წელს ისეთი მძიმე წელი იყო, არც ერთ ოპოზიციონერს ეწყინოს, მაგრამ მე როგორც ჟურნალისტს, რომელმაც 5 ივლისი გადავიტანე, მანამდეც და მერეც განვითარებული ამბები, მქონდა მოთხოვნილება, რომ ოპოზიცია უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო. არ ვიცი, წლის ბოლო გადაცემაში მე ვერ დავინახე ოპოზიციის ადგილი, ამიტომ გთხოვეთ საზოგადოებას მოდით, შევაფასოთ ეს წელი. ეს ჩემგან მიიღოს ოპოზიციამ. ამ არჩევნებზე მათი ამომრჩეველი ვიყავი და ამასობაში ხდება რა – კანონს კანონზე იღებენ, სამსახურებს აუქმებენ, ყველანაირად აიღეს თავზე ხელი, ოპოზიციას კი მინდა ვუთხრა, რომ ძილისკენაა წასული” – თქვა გრიგოლიამ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი