გორში მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ბორკილი

გორის ცენტრში 30 წლამდე მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებული ამ წუთებში პოლიციელების კითხვებს პასუხობს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება დაჭრილს, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცს გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული.

ის გვიან ღამით უგონო მდგომარეობაში, სტალინის გამზირზე გამვლელებმა შენიშნეს. მათვე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. დანაშაულის მოტივს გამოძიება დაადგენს.

loading…

პოპულარული

ფოტოები, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ - როგორ დახვდნენ ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაში
მამა პანტელეიმონის მეუღლე, 29 წლის ბარბარე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა
ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა ათეულშია - ფინალისტები ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა (ვიდეო)
„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე" - მამუკა ხაზარაძის საგანგებო მიმართვა
დაწერე კომენტარი