გორის პარკში 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები შეწყდა

ამ ეტაპზე გორში ცენტრალურ პარკში სამძებრო სამუშაო შეწყდა, კრიმინალისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები. ასევე, ამ დრომდე, აკრძალულია პარკის ტერიტორიაზე შესვლა.

მეორე დღეა, ტერიტორია ლენტებითაა შემოსაზღვრული. სამართალდამცველები 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ეძებდნენ.

ოფიციალური უწყებები ჯერ არ განმარტავენ, თუ რა შედეგით დასრულდა სამძებრო სამუშაოები.

ცხედრის ძებნაში დღეს დილიდან სამხარაულის სახელობის ბიუროც ჩაერთო. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები გორის პარკში გუშინ გვიან ღამით დაიწყეს.

იაგო ნებიერიძე გორში 8 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის შესახებ ინფორმაციამ ხელახლა 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის შემდეგ გაიჟღერა. დაკარგული მოზარდის დედა ვარაუდობს, რომ საქმეში იაგო ნებიერიძე ფიგურირებს, თუმცა მას გამოძიებამ თავის დროზე ბრალი სხვა მუხლით წაუყენა.

პოპულარული

"ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს...ის ექიმი ნომერ მეორეა ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ვის და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის" - ნინო მჭედლიშვილი
"ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა" - 9 წლის დაჩის წერილი გიორგი გახარიას
"ვაიმე, ეს რა ვნახე" - რა ხდება თბილისში არსებულ ერთ-ერთ პრესტიჟულ საწარმოში(ვიდეო)
"არავის საქმე არ არის მე რა გავაკეთე, როგორც სწორად ჩავთვალე ისე მოვიქეცი" – რას პასუხობს საზოგადოების კრიტიკას მარიკო ლეჟავა, რომელიც ევროვიზიის ქართული ჟიურის წევრი იყო
დაწერე კომენტარი