გორელი ბიჭები, რომლებიც ხილით და ბოსტნეულით სავსე ყუთს ყოველდღე ტოვებენ ქუჩაში შეჭირვებული ადამიანებისათვის

გორელი ბიჭები ყოველდღე, ხილ-ბოსტნეულით სავსე ყუთს ქუჩაში ტოვებენ. გადამდები სიკეთის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალქე ნუგზარ ჩხიკვაძე წერს: ჩემი სახლის სადარბაზოსთან გორელ ახალგაზრდებს ხილბ-ბოსტნეულის მაღაზია აქვთ გახსნილი.

გუშინ, სახლში შედარებით გვიან დავბრუნდი. მაღაზია დაკეტილი იყო, კარების წინ კი ერთი ყუთი იდგა ხილით და ბოსტნეულით სავსე. თან სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული ეწყო ყუთში. ყველაფერი საღი იყო. გამიკვირდა. მეუღლემ მითხრა, ყოველ საღამოს ასეაო. ამ დილას ვკითხე ბიჭებს, ყუთი იდო და ხომ არ დაგრჩენიათ-მეთქი. არაო, ასე ვტოვებთო. თან მორიდებულად მკითხა – აღარ დავტოვოთო? – პირიქით, მაგარი ბიჭები ხართ მეთქი! ხომ ხვდებით, რატომ ტოვებენ? გული გამითბა!

პოპულარული

"ოპააა კუკური... დაასკდი... 26 წლის ბიჭი მყავს... ეწევა კიდევაც, მაგრამ ტრაკს არ აძლევს... დედა მოტ***ბო თქვენ" - "ოცნების" აქტივისტი ქალები (ვიდეო)
ნუცა ბუზალაძემ ყველა დაჩრდილა - გოგონას სუპერსექსუალური ცეკვა, რომელმაც უამრავი კომპლიმენტი მიიღო (ვიდეო)
ჩხრეკა არასამთავრობოების ოფისებში - ხელისუფლება გიგა ბოკერიას, ბათუ ქუთელიას და დავით სიხარულიძის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს და დაკავებების მორიგი სერიისთვის ემზადება
პატარა ბერუკა ბებისა და ბაბუასთან - ბერუკას ახალი ფოტოები
დაწერე კომენტარი