გონაშვილის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

ისნის რაიონში, გონაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოს ფარგლებში, მოიხსნა ძველი, ამორტიზებული ასფალტის საფარი და ბორდიურები.
კომპანია GWP-ს მიერ, მოეწყო ცენტრალური ქსელები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზის მოხრეშვა და ახალი ბაზალტის ბორდიურების მოწყობა. ახალი ასფალტის საფარი 150 მეტრ სიგრძეზე დაიგება.
პროექტის ღირებულება 89 000 ლარს შეადგენს. პროექტს შ.პ.ს. ,,არსაკიძე 2000“ ახორცილებს.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი