გომელაურის სულიერი ძმა იყო – ახლობლებს სუს-ის თანამშრომლის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

მეზობელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარი სავარაუდო თვითმკვლელობის დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. 

გარდაცვლილი კაცის მეზობლები და ახლობლები აღნიშნავენ, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის ახლო მეგობარი იყო და სუს-ში მუშაობა სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც უწყებას გომელაური ხელმძღვანელობდა. ახლობლების თქმით, გარდაცვლილს დასაქმების დროს რეკომენდაცია სწორედ გომელაურმა გაუწია. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით,  სუს-ის თანამშრომელმა თავი უწყების შენობაში მოიკლა, ხოლო მეორი ვერსიით,  უბედური შემთხვევა მოხდა. კერძოდ, მას ტყვია გულმკერდის არეშე იარაღის გაწმენდის დროს მოხვდა. 

თვითმკვლელობის ვერსიას მეზობლები და ახლობლები გამორიცხავენ. გარდა ამისა, ისინი გარდაცვლილი კაცის პიროვნულ თვისებებზეც საუბრობენ და მას დადებითად ახასიათებენ. 

“არ მჯერა, რომ ეს პიროვნება ასეთ გარემოებაში გარდაიცვალა. ძალიან კარგი პიროვნება იყო. ვახტანგ გომელაურის ახლობელი. თვითმკვლელობის ვერსიის არ მჯერა”, – ამბობს ერთ-ერთი ახლობელი. 

უბედური შემთხვევის ვერსიას ემხრობა გარდაცვლილის კიდევ ერთი მეზობელი. 

“გომელაურის სულიერი ძმა იყო. უფრო მეორე ვერსიას ვემხრობი. მჯერა, რომ იარაღს წმენდდა და მაგ დროს მოხდებოდა. მაგრამ იარაღს თვითონ არ ატარებდა”, – აცხადებს მეზობელი. 

ფაქტის დადასტურების გარდა სუს-ში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ცნობილია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას თავად უწყება აწარმოებს, თუმცა უცნობია, რა მუხლით.

შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც ლოჯისტიკის დეპარტამენტში მუშაობდა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ის საკუთარ კაბინეტში იპოვეს გარდაცვლილი. მას ტყვია გულმკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი. 

პოპულარული

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ტერორიზმის კვალი საქართველოში? - როგორ შემოვიდა 9 შეიარაღებული პირი ბათუმში იმავე გზით, რომლითაც ახმედ ჩატაევის დაჯგუფება
შემზარავი ამბავი, რომელიც დღეს თბილისში მოხდა - დედამ საკუთარი ახალშობილი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)
სკანდალური წერილი: რატომ უპირისპირდებოდა პანდემიასთან მებრძოლი ცნობილი ექიმი "ოცნების" მაღალჩინოსნებს: "რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ძალიან არ გვინდა"
საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ადის - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში აღებული ვალი, კორუფციულ სქემებში დაიხარჯაებ
ნეკა დოროყაშვილი დედათა მონასტერში წავიდა
თბილისში, ბიძინა კულუმბეგოვისა და ცნობილი მსახიობის ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ - რას ამბობს ანა სანაია
ქართველი ტრანსსექსუალი ქალის ეროტიული ფოტო განხილვის მთავარ თემად იქცა - ალექსიას სასქესო ორგანო ძაღლით აქვს დაფარული (ფოტო)
ხატია სიჭინავას ყავის ჭიქაზე კაცის სასქესო ორგანო "დაეხატა" - რა ფიტოს აქვეყნებს ტელეწამყვანი
დაწერე კომენტარი