„გოგონა ბოლომდე იდგა გურამ დოჩანაშვილის საფლავთან, ხელში კი სიყვარულის უცნაური მცენარე ეჭირა…“

დოჩანაშვილი

ბექა ერიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გოგონას ფოტოს, რომელმაც გურამ დოჩანაშვილი უკანასკნელ გზაზე ყვავილებით ხელში გააცილა.

„გოგონა ბოლომდე იდგა გურამ დოჩანაშვილის საფლავთან, ძვირფას დროს ელოდებოდა – ხალხი როდის წავიდოდა, ხელში კი, სიყვარულის უცნაური მცენარე ეჭირა, რომელიც ათას ყვავილში ყველაზე თვალსაჩინო იყო .

„და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?

– ყაყაჩო!

– არა, ჩქარა ჭკნება!

– ენძელა!

– ნაზია ძალზე…

– გეორგინი!

– გაფოფრილია…

– ვარდი?

– შაბლონურია…

– აბა, რა?

– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ…”

გურამ დოჩანაშვილი“.

დაწერე კომენტარი