ომის გმირები: შალვა ტრაპაიძე

შალვა_ტრაპაიძე

8 აგვისტოს ცხინვალში მტრის ალყაში მოექცა შალვა ტრაპაიძე. ქართველი მეომრები სისხლის ბოლო წვეთამდე ეწინააღმდეგებოდნენ მტრის შემოტევას. შალვა ჯერ ფეხში დაჭრილა, შემდეგ კი… დღეს ის გმირია, საყვარელ მეუღლეს საპატიო წოდება დაუტოვა სახსოვრად. სულ რაღაც თვენახევრის დაქორწინებული იყო… შვილზე ოცნება იმქვეყნად წაიღო. მაია ტრაპაიძე, და: `მისი სურვილი იყო ღირსეული ჯარისკაცი ყოფილიყო. ახლადდაოჯახებულს სურდა დიდი ოჯახი ჰყოლოდა. ბევრ შვილზე ოცნებობდა. ყველა ძალიან უყვარდა. მეგობრული და სანდო ადამიანი იყო. მისი დაღუპვა, საშინელება იყო ყველასთვის, მშობლები ძალიან უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებული მისთვის მეუღლე იყო. მაია იხსენებს ხოლმე `ჩემო სიხარულოს მეძახდაო~. უამრავი გეგმები ჰქონდათ, როგორც გავიგეთ, სიცოცხლის ბოლო წუთებში საყვარელ მეუღლეზე ფიქრობდა და ასე უთქვამს: `სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ თვენახევრის მოყვანილი ცოლის გამწარება არ მინდაო~. ვერ წარმოიდგენთ ისე უყვარდათ ამ ორ ადამიანს ერთმანეთი. შაკო ისეთი მეუღლე იყო მაიკოსთვის. ჩემი რძალი ამბობს: `მადლობა ღმერთს, შაკოს რომ შემახვედრა და სიყვარული მასწავლაო~. ძალიან რთული გადასატანი იყო ეს ყველაფერი, ერთი თვის დაოჯახებული მაიასთვის…~ შალვა ტრაპაიძე 1978 წლის 31 აგვისტოს დაიბადა. ვანის რაიონის სოფელ სალხინოში დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა. შემდეგ ქუთაისში სტომატოლოგიურ ტექნიკუმში ჩაირიცხა. `კარგი ძმა და შვილი იყო მშობლებისთვის. კეთილი, ხალისიანი და იუმორით სავსე“ – იხსენებს შალვას და. მაია ტრაპაიძე, და: `ჩემი ძმა ნამდვილი პატრიოტი იყო. ბოლოს, 7 აგვისტოს, თავის მეუღლეს ესაუბრა, მოიკითხა და დაგვამშვიდა. სხვისი ტელეფონით დაგვიკავშირდა. ჩემი ტელეფონი დამჯდარი მაქვსო. თავიდანვე ცხინვალში იყვნენ. ჩემი ძმა ალყაში ყოფნის დროს დაჭრილა – ფეხში. ჩემს მეუღლეს შეატყობინეს 8 აგვისტოს შაკოს დაღუპვის შესახებ. 9 აგვისტოს ჩამოვასვენეთ… გარდაცვალების შემდეგ მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი. მისი დაღუპვა ჩვენთვის საშინელი გადასატანია, მას ხომ ძალიან, ძალიან უნდოდა სიცოცხლე… ბევრი გეგმები ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა.~

პოპულარული

აპრილიდან პასპორტი და ID მოწმობა უფასოდ გაიცემა
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ჩემმა ბიძაშვილმა - დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე…ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას"- ნინი ქარსელაძე
„როგორ მახსოვს პატარა მამუკა პამპერსით, სიღნაღის აღდგენის ინიციატივით რომ შემოტანტალდა“ - რატომ დასცინიან პრემიერს
"ჩემი თემურიკა კინაღამ მომიკლეს... სიკვდილით სავსე ქალაქი!" - მამა პეტრე
დაწერე კომენტარი