ომის გმირები: კობა წურწუმია

კობა_წურწუმია

კობა წურწუმია 9 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას დაიჭრა სასიკვდილოდ. სამშობლოსთვის თავგანწირვით იბრძოდა პირველ ხაზზე. კობა რუსეთის მორიგი საავიაციო დაბომბვის დროს დაიღუპა. ბესო წურწუმია, კობას ძმა: `იმ დღესაც ჩვეულებრივ გავიდა სახლიდან. ტელეფონზე თითქმის ყოველდღე ველაპარაკებოდით. ბოლოს 9 აგვისტოს გვითხრა, ნუ ინერვიულებთ ყველაფერი კარგად იქნებაო. ცხინვალში ყოფილა… 15 წუთში დამირეკეო და გამითიშა ტელეფონი. დავიწყე რეკვა, მაგრამ ზარი გადიოდა და ტელეფონს აღარავინ პასუხობდა… ომის დაწყების პირველივე წამიდან, ბრძოლის ქარცეცხლში წინა ხაზზე ტრიალებდა. უამრავი დაჭრილი გამოუყვანია ბრძოლის ველიდან. თვითონ კი ცხინვალის მისადგომებთან 9 აგვისტოს მძიმედ დაიჭრა. საჰაერო დაბომბვის დროს ანასხლეტი მოხვედრია. 14 აგვისტოს დაგვირეკეს და გვითხრეს, კობა წურწუმია გარდაცვლილია და წაიყვანეთო… 14 აგვისტოს გადავასვენეთ სოფელში, 21 აგვისტოს კი დავკრძალეთ. 24 წლის გარდაიცვალა…~ კობა წურწუმია 1984 წლის 23 აპრილს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეში დაიბადა. მეოთხე შვილი ოყო ოჯახისთვის. მშვიდი და წყნარი იყო. 12 წლისას მამა გარდაეცვალა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩხოროწყუს რაიონის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში ჩააბარა. ტექნიკუმის დამთავრებისთანავე ჯარში გამოიძახეს. ორი წელი მსახურობდა ფოთში. ბესო წურწუმია, ძმა: `ჯარიდან, რომ დაბრუნდა საბუთების შეგროვება დაიწყო და გვითხრა, კონტრაქტზე უნდა შევიდეო. ისეთი მონდომებული იყო, რომ წინააღმდეგობა აღარავის გაგვიწევია. კონტრაქტს 2007 წელს მოაწერა ხელი. წოდებით კაპრალი იყო. ვაზიანში მსახურობდა. IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში, ათეულის მეთაური იყო. ყუმბარმტყორცნელი… იმდენად მოსწონდა იქ ყოფნა, რომ ამბობდა ხოლმე, 4 წელს რომ მოვრჩები, კიდევ უნდა გავაგრძელო კონტრაქტიო. სექტემბერში ერაყში უნდა წასულიყო. პირველი ხელფასით დისშვილებს საჩუქრები უყიდა. ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ბიძა იყო. ვიღაც გოგო ჰყვარებია, მაგრამ ამ თემაზე ოჯახში ნაკლებს საუბრობდა. სენაკელი გოგო იყო და რამდენჯერმე ჩაუკითხებია.~ ომამდე 20 დღით ადრე შვებულება ჰქონდა აღებული. სოფელში ჩააკითხა ოჯახს. ყველა ნათესავი მოინახულა და ისე წავიდა საბრძოლველად. უკან უკვდავი სახელით დაბრუნდა, კობა სამშობლოსთვის დაცემული ქართველი გმირია.

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
დაწერე კომენტარი