გლდანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გლდანში არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

დაჭრილის ახლობლის ინფორმაციით, ის კლასელებთან და ერთ-ერთის მშობელთან ერთად „ხინკლის სახლში“ იმყოფებოდა, სადაც მათთვის უცნობ ადამიანსა და მშობელს შორის შელაპარაკება მოხდა.

როცა მოზარდები გარეთ გამოვიდნენ, უცნობი შუა ხნის მამაკაცი თავს ცივი იარაღით სახლში მიმავალ გიორგის დაესხა.

დაჭრილი კლინიკა „მედისონშია“ გადაყვანილი. მას სასწრაფოდ  სისხლის დონორი სჭირდება.  

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჩვენი ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა კუჭის არეში, პანკრეასსა და კუჭქვეშა ჯირკვალს შორის აქვს მიყენებული.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევია.

შსს-ში განაცხადეს, რომ 15 წლის მოზარდის დაჭრაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ძიება 19 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაწყებულია.
წყარო: primetime.ge

დაწერე კომენტარი