გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ, მოადგილე ზურაბ ქაშიაშვილმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ქეთი ჯოხაძემ, გლდანის რაიონში მაცხოვრებელ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს. გამგებელმა მათ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დღეგრძელობა უსურვა.
დაწერე კომენტარი