,,გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2017″ იწყება

გლდანის თასი მინი ფეხბურთში

თუ თქვენთვის სპორტის საყვარელ სახეობას ,,მინი ფეხბურთი’’ წარმოადგენს შემოგვიერთდით.

შავი ჩაი ასკილით

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სპორტული ჩემპიონატი ,,გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2017″ იწყება. 

პირველ ეტაპზე თამაშები გაიმართება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (ავჭალა, მუხიანი, გლდანის კენტი და ლუწი მიკრო რაიონები).შემდეგ კი გამოვლინდება გლდანის რაიონის გამარჯვებული.

ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია 16 წლიდან ზევით გლდანის მაცხროვრებლებით შემდგარ გუნდებს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს პირველი დარეგისტრირებული 32 გუნდი. (რეგისტრაცია ხდება როგორც ონლინ აპლიკაციის შევსებით, აგრეთვე გამგეობაში და ტერიტორიული ერთეულის საუბნო სამსახურში განაცხადის წარმოდგენით).

გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ:

I ადგილი – 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები;
II ადგილი – 75 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები;
III ადგილი – 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები;

ტურნირის მსვლელობისას დამატებით გამოვლინდება გამარჯვებული შემდეგ ნომინაციაში :
1) საუკეთესო ფეხბურთელი 
2) საუკეთესო მეკარე
3) საუკეთესო ბომბარდირი

ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ სპორტული მაღაზიის 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.

“გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2017”-ის გამარჯვებული გუნდი, გლდანის რაიონის სახელით, იასპარეზებს თბილისის ჩემპიონატზე, სადაც მონაწილეობას თბილისის ათი რაიონის გამარჯვებული გუნდი მიიღებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 სექტემბერი;
ტურნირის ჩატარდების თარიღები და სხვა საორგანიზაციო საკითხები ეცნობება დარეგისტრირებულ გუნდებს;

რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე:
https://docs.google.com/…/1FAIpQLSfrFth-Oj-IypTKcD…/viewform

დამატებითი ინფორმაციისთვის:
დაუკავშირდით: 596 517 878;
მიწერეთ ელ-ფოსტაზე: mariamkeshelava@gmail.com

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი