„გისმენთ“ – ანატოლი ბიბილოვს ახალგორელებთან შეხვედრისას ქართული სიტყვა წამოსცდა

ბიბილოვი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი გუშინ ახალგორის რაიონში მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივები მას ეკითხებოდნენ თუ როდის გაიხსნებოდა გზა, რათა მათ შეძლებოდათ ქართულ მხარეს გადმოსვლა, მკურნალობა და ახლობლების ნახვა.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილე ქალმა ბიბილოვს კითხვა ქართულად დაუსვა: „ბატონო პრეზიდენტო”, მიმართა ქალმა ე.წ. პრეზიდენტს, რაზეც ბიბილოვს ქართულადვე წამოსცდა – „გისმენთ”, თუმცა მოგვიანებით პასუხი რუსულ ენაზე გააგრძელა.

ქალი ჰყვება, რომ მის ოჯახში 70 წელს გადაცილებული ორი სულია, მათ არც პენსია აქვთ და არც სამსახური. „რა ვქნათ, რითი ვიარსებოთ, არაფერი საშუალება არ გვაქვს, გთხოვთ რომ გამიშვათ აქედან, პენსია ავიღო და ისევ მოვბრუნდე”, – განაცხადა ქალმა.

ბიბილოვს თითქმის ყველაფერზე ერთი და იმავე პასუხი ჰქონდა: – „პასუხი მოთხოვეთ ქართულ მხარეს”.

შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა და ბევრმა ადამიანმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

დაწერე კომენტარი