,,გირგვლიანის შესწორებები” – სისხლის სამართლის კოდექსს 2 ახალი მუხლი ემატება

პარლამენტი

ცვლილებები კანონმდებლობაში – „გირგვლიანის შესწორებების“ ინიცირებას დღეს მმართველი გუნდი მოახდენს. მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცვლილებები შევა 12 მუხლში და სისხლის სამართლის კოდექსს ორი ახალი მუხლი ემატება.

“მიმდინარე წლის 29 იანვარს სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას ვამცნეთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებდა მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ძალიან მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფდა მართმსაჯულების შეუვალობას და მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან.

ამ ინიციატივას ჩვენ სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ვუწოდეთ. „ქართული ოცნება“ საზოაგდოების წინაშე თავს ვალდებულად თვლიდა არამარტო მართლმსაჯულება აღსრულებულიყო სანდროს და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შესრულებულიყო მყარი პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულიყო მაღალი სტანდარტების შეზღუდვები, რათა ვერავის ვერასდროს გაებედა მაღტლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა.

ფრაქციამ შეასრულა საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულება და დღეს ვახდენთ ამ კანონპროექტის ინიცირებას. „გირგვლიანის შესწორებებიs“ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ცვლილებები შევა 12 მუხლში და აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას.

წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას, გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ცადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას.

პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ. ამ სახის ცვლილებებით, სახელმწიფო პოლიტიკური ტანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებების ან დავალების შესრულებაც დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს.

გარდა ამისა შესწორებების ერთ-ერთი მიზანი არის გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსრულება.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს წარსულს აღარასდროს დაუბრუნდება და მომავალში ამ ნორმების გამოყენება საჭირო აღარ ინქება, მაგრამ მათი არსებობა არის აუცილებელი, რათა ვერცერთმა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა ვეღარასდროს გაბედოს მსგავსი დანაშაულებების ჩადენა ან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა“, – განაცხადა მდინარაძემ.

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
ზეწოლა "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" - ნატო ჩხეიძე მაღალჩინოსანთა გვარების დასახელებას აანონსებს
"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი