გიორგი შენგელაია: ,,ივანიშვილი საშინელი ჯიუტი კაცია”

გიორგი შენგელაია

კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას ,,ქართუ ჯგუფმა” სტიპენდია გაუუქმა. რეჟისორი ამ ფაქტს მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას უკავშირებს, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს ,,გაუნათლებელი კაცი” უწოდა. შენგელაია ამბობს, რომ დაურეკეს ფონდიდან და პირდაპირ უთხრეს, რომ ტელეთერით გაკეთებული მისი

განცხადება მიუღებელი იყო. შენგელაია ამბობს, რომ სტიპენდიის გაუქმების გადაწყვეტილება უკანონოა:
-ჩემი გამოსვლის მერე, სადაც მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი უკითხავი კაცია-მეთქი, სხვა არაფერი სალანძღავი სიტყვა არ გამომიყენებია, დამირეკა ვინმე ჩხეტიანმა, ეს არის ,,ქართუს ფონდის” მმართველი თუ თავმჯდომარე და მითხრა ეგეთი რამე – ბატონო გიორგი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგხსნათ სტიპენდიიდან, პირდაპირ თქვა ჩხეტიანმა, რომ რაც დაწერეთ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო.

მე ვუთხარი ძალიან სასიამოვნოა-მეთქი. მე ვუთხარი, რომ ამას მივიღებ მხოლოდ იმის მერე, რაც ოფიციალურ წერილს გამომიგზავნით-მეთქი. ჯერჯერობით წერილი არ მოსულა. შეიძლება გადაიფიქრეს, რაც მე მეეჭვება, იმიტომ, რომ ის საშინელი ჯიუტი კაცია. თუ რამეს უბრძანებს ვინმეს, შემსრულებლები გააკეთებენ.

მე ამ ქაღალდს რომ მივიღებ, შევისწავლი ამ ფონდის დებულებას და შეიძლება არის რაღაც მითითებები. ყოველ შემთხვევაში, ამ წლის კონტრაქტს ვერ გამიუქმებს. ეს არის ყოველწლიური ხელშეკრულება, ყოველ წელს აგრძელებენ და ამას ვერ გამიუქმებს.
საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ ჩემ ფილმებს ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს, ყველაზე მოთხოვნადი ფილმებია, ამიტომ აქ შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ ამ კინოშემოქმედებას, იმიტომ, რომ შემოქმედება ისეთი რამეა, ყველას ეკუთვნის. მეორეც ერთი, მე ვარ რუსთაველის პრემიის ლაურეატი. სია მაგ პრინციპით შედგა ბიძინასთან, რომ გამოჩენილი ხალხი, ვისი ღვაწლიც არსებობს და ბიძინა ივანიშვილი ჩემს ღვაწლს ვერ წაშლის, ამაშია მთელი საქმე. მე ყველას ვუყვარვარ, ბავშვი ქალი, კაცი, დიღომში, კახეთში ყველგან.

loading…

პოპულარული

„ე.წ. ოპერების ინსტიტუტის აღდგენა, ეს არის რუსული მოდელის დანერგვა და შევარდნაძის დროში დაბრუნება“ - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გახარიას რეფორმაზე?
დამალული არ არის, რამდენად აქტიურად იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები ჩართული საარჩევნო პროცესებში, შეხედეთ, რა მოიტანა - მეუფე გრიგოლი 2012 წლის არჩევნებზე
„თამარ ჟვანია სუს-ის დავალებას ასრულებს“ - გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს პერსონალური მონაცემების გავრცელებაში ადანაშაულებს
ტვ "იბერიას" საქმე და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტი - "ენმ"-ის ფრაქცია ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
„მსურს დავრჩე პატიმრობაში... ვუსამძიმრებ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახს“ - მირზა სუბელიანი მოსამართლეს
"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
„დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს ომი... დიპლომატია ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს“ - სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი
რუსეთში გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი ჩაცხრილეს - ვიდეოკადრები
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
დაწერე კომენტარი